ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასთან ერთად, დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის ისეთი მიდგომების დანერგვის აუცილებლობა განაპირობა, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის ციფრული უნარების განვითარებას ხელმისაწვდომს გახდიდა.
გაიარე ჩვენი კურსი და შექმენი საკუთარი ისტორია ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში!
პროგრამირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებული კურსი - შესაძლებლობას გაძლევთ თავი დაიმკვიდროთ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.
პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციები უზრუნველყოფს თქვენს კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც გლობალურ ბაზარზე დისტანციური მუშაობისა და მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა.
მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი აგებულია თანამედროვე მეთოდოლოგიაზე და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რაც დაგეხმარებათ სრული პროცესის გააზრებასა და განხორციელებაში. რეალურ პროექტებზე მუშაობა ხელს შეგიწყობთ დახვეწოთ თქვენი უნარები, შექმნათ თქვენი პორტფოლიო და გახდეთ მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი სპეციალისტი.
შესაბამისად აღჭურვილ კეთილმოწყობილ სივრცეში, პირისპირ აუდიტორიებში ან/და სამუშაო გარემოში
კურსის სტრუქტურა და ხანგრძლივობა

Full-stack დეველოპმენტის ფუნდამენტური პრინციპების მიმოხილვა და თანამედროვე პროგრამირების მეთოდოლოგიების სიღრმისეული შესწავლა.

პროგრამირების პრაქტიკული ათვისება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ინტეგრირებით: AI-დამხმარე კოდირება, ალგორითმების დახვეწა, კოდის ავტომატური გენერაცია, სტრუქტურული ანალიზი და ოპტიმიზაცია.

მუშაობა რეალურ AI-ინტეგრირებულ პროექტებზე: ვებაპლიკაციების, ინტელექტუალური ჩატბოტების, პროცესების ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიზის მინი-სისტემების შემუშავება პროფესიული პორტფოლიოს ფორმირებისთვის
რას მოიცავს სწავლება
AI-დამხმარე კოდირება:
პროგრამირების პრაქტიკული სწავლა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით, კოდის გენერაცია, ანალიზი და ოპტიმიზაცია.
ალგორითმული მოდელირება და მონაცემთა ინჟინერია:
ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების ფორმირება, მონაცემთა დამუშავებისა და მართვის თანამედროვე AI მეთოდოლოგიების ინტეგრირებით.
Full-stack საფუძვლები:
ვებ-დეველოპმენტის სრული ციკლის (Front-end & Back-end) ფუნდამენტური პრინციპების ათვისება.
თვითდასაქმების უნარები:
გლობალური დასაქმების უმსხვილეს პლატფორმებზე საკუთარი თავის წარდგენისა და დისტანციურად მუშაობის დაწყების სტრატეგიები.
რეალური პროექტები (Internship):
სამუშაო გარემოში რეალურ პროექტებზე მუშაობა საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენი პერსონალური პორტფოლიოს შესაქმნელად.
ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებით ისარგებლებს 20 პირი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია:
- პროგრამირების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე.
ჩართვის პირობები
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია.
- ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირის განაცხადის ფორმის სრულყოფილად შევსება.
- კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის დადასტურება.
მოსარგებლედ შეირჩევა პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსის ეტაპები და კონკურენციის გათვალისწინებით ქულათა ჯამით მიიღებს მაღალ შეფასებას.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადების გადარჩევა: კანდიდატთა შესაბამისობის დადგენა დადგენილ მოთხოვნებთან.
- ტესტირება: ინგლისური ენისა და კომპიუტერული/ლოგიკური უნარების შეფასება (ბარიერის გადალახვა სავალდებულოა).
- გასაუბრება: ფასდება ინგლისური ენის ფლობის ვერბალური ნაწილი, ზეპირი კომუნიკაციის უნარი და მოტივაცია.
თქვენი
უპირატესობები
- პროფესიული და კარიერული განვითარება: დაეუფლებით მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო AI ინსტრუმენტებს.
- სამუშაო გამოცდილება: მიიღებთ სამუშაო გამოცდილებას პოტენციურ დამსაქმებელთან პრაქტიკული სწავლების გზით. სამუშაო პორტფოლიო დაგეხმარებათ ღირსეულად წარდგეთ ახალ დამსაქმებელთან.
- ფინანსური მხარდაჭერა: სააგენტო სრულად დაფარავს სწავლასთან დაკავშირებულ მატერიალურ დანახარჯებს.
- სერტიფიცირება:სწავლის დასრულებისას მიიღებთ ცოდნის დამადასტურებელ ოფიციალურ სერტიფიკატს.
გაიარე ჩვენი კურსი და შექმენი საკუთარი ისტორია ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში!
2026
